ჩერკი შესაძლოა ლონდონურ კლუბში გადავიდეს
20 წლის ფრანგ ნახევარმცველ რაიან ჩერკის, რომელიც "ლიონში" თამაშობს, ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლის შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ Teamtalk იუწყება.
წყაროს ცნობით, ნახევარმცველი ლონდონის "ვესტ-ჰემის" ინტერესთა სფეროში მოექცა.
წყაროს ცნობით, ნახევარმცველი ლონდონის "ვესტ-ჰემის" ინტერესთა სფეროში მოექცა.
ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო მისი სამუშაო ხელშეკრულება "ლიონთან" 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩერკიმ 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩერკიმ 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.