ავტორიზაცია

ჭიკაძე: "ალენთან გამარჯვებას და იმ ადგილზე დაბრუნებას განვიხილავ, რომელსაც ვიმსახურებ"

ჭიკაძე: "ალენთან გამარჯვებას და იმ ადგილზე დაბრუნებას განვიხილავ, რომელსაც ვიმსახურებ"
თარიღი 26 მაი 2024, 18:32
UFC 304-ის წინ, სადაც გიგა ჭიკაძე არნოლდ ალენს დაუპირისპირდება, ქართველმა ნინძამ ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ალენი ძლიერი მეტოქეა და ბოლო ბრძოლის მოგების შემდეგ, ასეთი დონის დაპირისპირება მივიღე, რაც ტიტულის პრეტენდენტობისკენ გადადგმული ნაბიჯია - რა თქმა უნდა, მასთან გამარჯვებას განვიხილავ."

"კარიერის განმავლობაში UFC-ში 8 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი მაქვს. ბოლო ორთაბრძოლა გამარჯვებით დავასრულე და კიდევ ერთი წარმატებით იქ დავბრუნდები, სადაც ვიმსახურებ ადგილს" - განაცხადა გიგა ჭიკაძემ.

UFC 304 27 ივლისს, ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება - ივენთის მთავარი დაპირისპირება კი ედვარდსი V მუჰამადი იქნება.