ავტორიზაცია

ჩუამენი: "მბაპე რეალში? არ ვიცი"

ჩუამენი: "მბაპე რეალში? არ ვიცი"
თარიღი 14 თებ 2024, 11:52
მადრიდის რეალის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, აურელიენ ჩუამენმა კილიან მბაპეს მომავალზე კომენტარი გააკეთა.

"მბაპე რეალში? არ ვიცი, ჩემთვის არაფერი უთქვამს და რომც ეთქვა, მაინც არ გეტყოდით. გუნდში ამ თემაზე გვისაუბრია და ყველას იმედი გვაქვს, რომ ტრანსფერი შედგება" - განაცხადა ჩუამენმა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებს რეალთან აწარმოებს.