ჩუამენი პრემიერ ლიგას უახლოვდება — მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან
მადრიდის რეალის ნახევარმცველი, აურელინ ჩუამენი ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოს არის.
ბრიტანული მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე ლივერპული მუშაობს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
შეგახსენებთ, რომ აურელინ ჩუამენი რეალმა 2022 წელს მონაკოდან დაიმატა — ფრანგმა ფეხბურთელმა სამეფო კლუბის მაისურით 103 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გაიფორმა.