ავტორიზაცია

ჩუამენი: "პსჟ-ს შემოთავაზებაზე ვფიქრობდი, მაგრამ როცა რეალი გირეკავს, უარის თქმა რთულია"

ჩუამენი: "პსჟ-ს შემოთავაზებაზე ვფიქრობდი, მაგრამ როცა რეალი გირეკავს, უარის თქმა რთულია"
თარიღი 24 Sep 2023, 01:04
„რეალის“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ორელიან ჩუამენიმ, აღიარა, რომ მადრიდში გადასვლამდე, „პსჟ-ში“ ტრანსფერზე ფიქრობდა.

„პსჟ? ვაღიარებ, რომ ამ შემოთავაზებაზე ვფიქრობდი, ეს დიდი ევროპული კლუბია და ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ ფრანგული გუნდები წარმატებულები იყვნენ.

თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, რთულია უარი თქვა, როცა „რეალი“ გირეკავს.

მბაპე? ვისურვებდი, რომ ის ჩვენთან გადმოვიდეს. საუკეთესოები „რეალში“ უნდა თამაშობდნენ და მბაპე - ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა.

მინდოდა, რომ ის ჩვენთან ამ ზაფხულსვე გადმოსულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.“, - აღნიშნა ჩუამენიმ.