ავტორიზაცია

"ჩვენ ჩემპიონები ვართ და ყველა თამაშში გამარჯვება გვსურს" — ხვიჩა კვარაცხელია

"ჩვენ ჩემპიონები ვართ და ყველა თამაშში გამარჯვება გვსურს" — ხვიჩა კვარაცხელია
თარიღი 11 Dec 2025, 11:12
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, მოქმედი ჩემპიონი, პარი სენ ჟერმენი ბილბაოს ატლეტიკს ესტუმრა — მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, პარიზული გრანდის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ფრე მისაღები შედეგი არ არის.

"ჩვენ ჩემპიონები ვართ და ყველა თამაშში გამარჯვება გვსურს. ფრით კმაყოფილები არ ვართ, თუნდაც ეს გასვლითი შეხვედრა იყოს. მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და როცა ფრეს ვთამაშობთ, ეს ჩვენთვის ცუდი შედეგია“.

„ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ყველა გუნდი ძალიან ძლიერია და ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა. სწორედ ამიტომ ვიყავით მზად. ფრე იმიტომ დაფიქსირდა, რომ ჩვენი მრავალი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ ჯერზე კი უკეთესად უნდა ვითამაშოთ“
— ხვიჩა კვარაცხელია.

ლიგის ფაზის 6 ტურის შემდეგ, პარი სენ ჟერმენს 13 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ლუის ენრიკეს გუნდი სპორტინგს ესტუმრება.