"ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს", - ხავი ხვალინდელი მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კატალონიის "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "ანტვერპს" დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა.
"გასულ წელს, შიდა ჩემპიონატში მიზანს მივაღწიეთ, ახლა კი ევროტურნირების დროა და მოუთმენლად ველით დაწყებას.
ჩვენი მიზანი ერთია - გავიდეთ 1/8 ფინალში და ყველას დავანახოთ, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ.
როცა ჯგუფს წარმატებით ჩავატარებთ, სამომავლო გეგმებზე შემდეგ ვილაპარაკოთ", - განაცხადა ხავიმ.