ავტორიზაცია

"ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ, მაგრამ რწმენა არ უნდა დავკარგოთ" — ჩაბი ალონსო

"ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ, მაგრამ რწმენა არ უნდა დავკარგოთ" — ჩაბი ალონსო
თარიღი 11 Dec 2025, 11:23
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 1-2 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარცხის მიუხედავად გუნდის თამაშით კმაყოფილია.

"ეს დაძაბული თამაში იყო, სადაც უპირატესობას ორივე გუნდი მონაცვლეობით ფლობდა. კუთხურისა და პენალტის ხარჯზე მეტოქემ ვითარება მოკლე დროში შეცვალა, თუმცა, ჩვენ მუშაობა განვაგრძეთ და ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლეთ. ასეთი თამაშის შემდეგ გუნდს ვერაფერს ვუსაყვედურებ. ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ, მაგრამ რწმენა არ უნდა დავკარგოთ, უნდა განვაგრძოთ შრომა და გვჯეროდეს, რომ ეს რთული პერიოდი მალე გაივლის."

"ჩვენი მკაფიო მიზანია, რომ უფრო მეტ სტაბილურობას მივაღწიოთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ტურნირზე ან ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო და ჩვენ თამაშის ხარისხს, კონცენტრაციასა და ტემპს მოვუმატეთ. გავიტანეთ გოლი, შევქმენით მომენტები და ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ. ეს უნდა გამოვიყენოთ და მომავალი წარმატების საფუძვლად ვაქციოთ."

"პეპთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მას კარგად ვიცნობ. თამაშის დროს, როდესაც გულშემატკივარი გვჭირდებოდა, ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ, მხარი დაგვიჭირეს და ჩვენ ეს ვიგრძენით"
— ჩაბი ალონსო.

ლიგის ფაზის 6 მატჩის შემდეგ, რეალს 12 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება. ჩაბი ალონსოს გუნდი მომდევნო ტურში მონაკოს უმასპინძლებს, რომელიც მე-19 პოზიციას იკავებს.