"ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, კარგი გაკვეთილი იქნება" | რობერტ ლევანდოვსკი

გუშინ ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში, დორტმუნდთან 3:1 დამარცხდა, თუმცა კატალონიურმა გრანდმა ორივე მატჩის ჯამში, (5:3) ნახევარფინალში გასვლა მაინც შეძლო.
ამასთან დაკავშირებით რობერტ ლევანდოვსკიმ კომენტარი გააკეთა.
"ეს მატჩი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, კარგი გაკვეთილი იქნება.
ჩემპიონთა ლიგა, არის ჩემპიონთა ლიგა და შენ ყოველთვის მზად უნდა იყო, არა 90% ან 95%, არამედ 100%," - რობერტ ლევანდოვსკი.