ავტორიზაცია

"ჩვენი მიზანი კვლავ ნაკრების წინსვლა და განვითარებაა" — ვილი სანიოლი

"ჩვენი მიზანი კვლავ ნაკრების წინსვლა და განვითარებაა" — ვილი სანიოლი
თარიღი 03 Oct 2025, 13:39
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

"შემტევი ფეხბურთელებისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია დაცვითი ზახი. დაცვაში თაობათა ცვლა მიდის და ჩემი მიზანია, რომ სწორი ბალანსი დავიჭირო. მიქაუტაძეზე ვიტყვი, რომ ახალ გუნდში სეზონის კარგი სტარტი მნიშვნელოვანი იყო. მისი კარგ ფორმაში ყოფნა ნაკრებს ძალიან წარადგება."

"როცა ესპანეთთან და თურქეთთან გასვლითი მატჩები გაქვს, რთულია მინიმუმ ან მაქსიმუმ ქულებზე ისაუბრა. ესპანეთი დღეს მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია. თურქეთს რაც შეეხება, ამ თამაშზე ესპანეთთან თამაშის შემდეგ ვისაუბრებთ. ჩვენი მიზანი არ შეცვლილა - ჩვენი მიზანი კვლავ ნაკრების წინსვლა და განვითარებაა და თუ ამას მივაღწევთ, შედეგებიც იქნება."

"ყველა პოტენციურ ნაკრების კანდიდატს ვაკვირდები. მაგალითად, გაგუას შანსი მივეცით, თუმცა ვერ დავინახე, რომ ის ნაკრებში სათამაშოდ მზად არის. ყველა ფეხბურთელმა უნდა დამანახოს, რომ მზად არის საქართველოს ნაკრების მაისურის სატარებლად და გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. ნაკრები არ არის ადგილი, სადაც მეგობრების სანახავად უნდა მოდიოდე."

"ნაკრების განვითარება ყოველთვის ჩემი პრიორიტეტია. როგორც მთავარი მწვრთელი, ვაცნობიერებ შედეგების მნიშვნელობასაც. შესაძლებელია, რომ განვითარებაზე იზრუნო და შედეგებიც დადო. სწორედ ასეთ დიდ ნაკრებებთან თამაში დაგვანახებს რა დონეზე ვართ. ჩემი მიზანი ყოველთვის ის იქნება, საქართველოს ნაკრებმა მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია და ჩვენთან თამაში ყველასთვის რთულ იყოს."

"კიტეიშვილი ჩემთვის საკვანძო ფეხბურთელია და მნიშველოვანია, რომ ასეთი ფეხბურთელი სულ ჩვენთან იყოს. კიტეიშვილს რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად კარგად შეუძლია თამაში. მან გუშინ გოლიც გაიტანა და მძიმე პერიოდის შემდეგ, პოზიტივი იპოვნა. ბედნიერი ვარ, რომ ის ამ სანაკრებო შეკრებაზე ჩვენთან იქნება, როცა ის ჩვენთანაა, კარგად მძინავს ხოლმე."

"ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია არ გამაჩნია. ის ძალიან რთულ სიტუაციაშია, 7 თვეა არ უთამაშია და იმედი გვაქვს, მარტის თამაშებისთვის უკვე მზად იქნება. ნოემბრის თამაშებიც მალე მოდის და ამ პერიოდში მისი დაბრუნება ნაკლებ სავარაუდოა. ჩაკვეტაძე ძალიან გვაკლია. მჯერა, რომ ამ რთულ პერიოდს ის ფსიქოლოგიურადაც გადაიტანს და ნაკრებში უფრო ძლიერი დაბრუნდება."

"საქართველოს ნაკრებში ტრავმირებული და უთამაშებელი ფეხბურთელები გვყავს. საზონოვს ტრავმა აქვს, კაშია ასაკშია, გოგლიჩიძე უთამაშებელია. დვალმა ახლახანს იპოვნა ახალი კლუბი, ლოჩოშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის მიუხედავად, დაცვაში ოპტიმალური ვარიანტი ვიპოვნო, რაც მარტივი არ იქნება."

საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება — ორივე მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.