ავტორიზაცია

CIES-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

CIES-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია
თარიღი 07 იან 2024, 12:55
საერთაშორისო საფეხბურთო ობსერვატორიამ 100 ყველაზე ძვირადღირებული მოქმედი ფეხბურთელი დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა

22 წლის ქართველი შემტევი CIES-მა 115,3 მილიონ ევროდ შეაფასა, რაც იტალიის სერია ა-ში საუკეთესო შედეგია, ხოლო მსოფლიოში 21-ე პოზიციას იკავებს

CIES-ის ვერსიით, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემია, რომელსაც ერლინგ ჰოლანდი და ვინისიუს ჯუნიორი მოჰყვებიან

10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი CIES-ის ვერსიით

1) ჯუდ ბელინგემი (რეალი) - 267,5 მილიონი ევრო
2) ერლინგ ჰოლანდი (სიტი) - 251,2 მილიონი ევრო
3) ვინისიუს ჯუნიორი (რეალი) - 250,3 მილიონი ევრო
4) როდრიგო (რეალი) - 247,9 მილიონი ევრო
5) ბუკაიო საკა (არსენალი) - 223 მილიონი ევრო
6) ფილ ფოდენი (სიტი) - 195,8 მილიონი ევრო
7) გავი (ბარსელონა) - 175,4 მილიონი ევრო
8) ხულიან ალვარესი (სიტი) - 164,7 მილიონი ევრო
9) ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) - 152,4 მილიონი ევრო
10) მარგინ ოდეგორი (არსენალი) - 150,6 მილიონი ევრო