ცხადაძე სამსახურს უბრუნდება?

აზერბაიჯანული Idmantv.az-ის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კახაბერ ცხადაძე შესაძლოა სამსახურს დაუბრუნდეს.
ქართველი სპეციალისტით დაინტერესებულია ბაქოს "საბაჰი", რომელიც აზერბაიჯანის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება.
აზერბაიჯანელები არჩევანს აკეთებენ ორ დამრიგებელს შორის და "ჯვაროსნების" ყოფილი მწვრთნელის გარდა, ისინი სერგეი იურანსაც განიხილავენ.
შეგახსენებთ, 2008 და 2009-2015 წლებში, 52-წლის სპეციალისტი აღნიშნულ ქვეყანაში ბაქოს "ინტერსა" და "სტანდარდში" მუშაობდა.
აქვე დავამატებთ, კახაბერი, ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების დამრიგებლობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა.