CONMEBOL: ბრაზილიამ და არგენტინამ ქულები დაკარგეს
გუშინ ღამით, მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.
ვენესუელამ, რომელიც ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს, საკუთარ კედლებში ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლა. “სელესაო“ გამოკვეთილი ფავორიტი იყო და ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე. პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ბრაზილია ფლობდა უპირატესობას და საწადელს ტაიმის მიწურულს მიაღწია, დორივალ ჟუნიორის გუნდი, რა თქმა უნდა, რაფინიამ დააწინაურა, რომელიც საოცარ ფორმაში იმყოფება. მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება სწრაფადვე მოახერხეს ვენესუელელთა ერთ-ერთმა ლიდერმა სეგოვიამ მოახერხა ედერსონის კარის აღება. შეხვედრის შუაში ბრაზილიას პენალტის დარტყმის საშვალება მიეცა, მაგრამ ვინისიუსის შესრულებული პენალტი რაფაელ რომომ მოიგერია. ბრაზილიას მატჩის მოგება შეეძლო, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს, საფინალო ანგარიში ფრე 1-1 დაფიქსირდა.
კიდევ ერთი შეხვედრა პარაგვაიში გაიმართა. პარაგვაი არგენტინას მასპინძლობდა. არგენტინა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და პარაგვაისთან გასვლითი მატჩი სკალონის გუნდისთვის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებისთვის შეხვედრა ფანტასტიკურად დაიწყო სწრაფი გოლის გატანა ლაუტარო მარტინესმა მოახერხა და გუნდი წინ გაიყვანა. პარაგვაიმ სწრაფად გაათანაბრა ანგარიში გუსტავო აიფაროს გუნდს ამისთვის, მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა. მეორე ნახევარი სტუმრებისთვის კატასტროფულად დაიწყო 47-დე წუთზე პარაგვაი ალდერეტემ დააწინაურა და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვების შანსი გაუჩინა. ეს ასეც მოხდა „ალბისელესტემ“ გოლის გატანა ვერ მოახერხა და შეხვედრა პარაგვაის გამარჯვებით დასრულდა.
მესამე შეხვედრა ეკვადორისა და ბოლივიის ნაკრებებს შორის გაიმართა, სადაც ეკვადორი გამარჯვებული უნდა გამოსულიყო, ეს ასეც მოხდა. ბოლივიელთა სამწუხაროდ შეხვედრის შუაში გუნდი 10 კაცით დარჩა და ამასთან ერთად ეკვადორს პენალტის დარტყმის უფლება ჰქონდა რაც გოლად ენერ ვალენსიამ აქცია. გოლიდან 2 წუთში გონსალო პლატამ ანგარიში 2-0 გახადა და ფაქტობრივად თამაში დაამთავრა. მეორე ტაიმში ეკვადორმა კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხა. პლატამ დუბლი შეასრულა და ასევე თავი ალან მინდამ გამოიჩინა.