დაბრუნება ფეხბურთში - გიორგი ნემსაძე ქართულ კლუბს ჩაიბარებს
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე ფეხბურთში დაბრუნდა და სამწვრთნელო საქმიანობას ანახლებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტი დუშეთის "არაგვს" ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად ეროვნული ლიგა 2-ში ასპარეზობს.
ნემსაძეს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. უმუშავია საქართველოს 17-წლამდე ნაკრების, "შევარდენის", "დინამო თბილისის" და გორის "დილას" მთავარ მწვრთნელად.
რაც შეეხება "არაგვს", 10 ტურის შემდეგ გუნდს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.