ავტორიზაცია

დაძაბული მატჩი რომში — ლაციომ მილანი დაამარცხა და იტალიის თასის 1/4 ფინალში გავიდა

დაძაბული მატჩი რომში — ლაციომ მილანი დაამარცხა და იტალიის თასის 1/4 ფინალში გავიდა
თარიღი 05 Dec 2025, 10:36
იტალიის თასის 1/8 ფინალში, რომის ლაციომ სტადიო ოლიმპიკოზე მილანი მიიღო, მეტოქე 1-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა — როსონერის კარი მატია ძაკანიმ აიღო და რომაული კლუბი 1/4 ფინალში გაიყვანა, სადაც ბოლონიას დაუპირისპირდება.

ლაციო 0-1 მილანი

გოლი: 1-0 მატია ძაკანი (80')

ლაციოს გარდა, კოპა იტალიის 2025/26 წლების სეზონის 1/4 ფინალის საგზური უკვე მოიპოვეს ბოლონიამ, ატალანტამ, იუვენტუსმა, ინტერმა და ნაპოლი. დარჩენილი ორი ადგილისთვის კი რომა V ტორინო და ფიორენტინა V კომო იბრძოლებენ.