ავტორიზაცია

"დაე აღარასდროს დაბრუნდე ბელგიაში" - გუგეშაშვილი ჩაკვეტაძეს მიმართავს

"დაე აღარასდროს დაბრუნდე ბელგიაში" - გუგეშაშვილი ჩაკვეტაძეს მიმართავს
თარიღი 14 Feb 2022, 12:49

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის გერმანული კარიერა ძალიან კარგად დაიწყო.

22 წლის შემტევი ჰამბურგს იჯარით 2022 წლის იანვარში გენტიდან შეუერთდა. ჩაკვეტაძემ გერმანელთა მაისურით ორჯერ ითამაშა და კლუბმა ორივე შეხვედრა პრინციპულ მეტოქეებთან მოიგო.

ყველამ ვიცით, რა პრობლემები ჰქონდა გიორგი ჩაკვეტაძეს. ამ სიტუაციას ორიგიალურად გამოეხმაურა ყარაბაღის ქართველი მეკარე და ამავდროულად, გიორგის ბავშვობის მეგობარი ლუკა გუგეშაშვილი.

"ყოჩაღ გიორგი. შენს სახეზე ღიმილს როცა ვხედავთ, მთელი ქვეყანა ვბედნიერდებით. დაე აღსრულდეს და ბელგიაში აღარასდროს დაბრუნდე," - წერს გუგეშაშვილი.

22 ტურის შემდეგ ჰამბურგი ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-2 პოზიციაზეა და პირველადგილოსან ვერდერთან სხვაობა 1 ქულაა.