დაგეგმილი სამი ქულა - ინტერმა ბოლონია დაამარცხა

სერია ა-ს მე-17 ტურში ინტერმა ბოლონიას უმასპინძლა და 3-1 გაიმარჯვა.
შეხვედრაში ანგარიში პიოტრ ჟელისნკიმ გახსნა, რასაც შემდეგ ლაუტარო მარტინესისა და მარკუს ტურამის გოლები მოჰყვა. ხოლო ბოლონიას მხრიდან მატჩში ერთადერთი გოლი სანტიაგო კასტრომ გაიტანა. ინტერმა ბოლონიას წინააღმდეგ დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და 39 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
"ნერაძურიმ" ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილში მილანსა და ნაპოლის გადაუსწრო, "როსონერი" კრისტიან კივუს გუნდს 1 ქულით, ხოლო ნეაპოლელები 2 ქულით ჩამორჩებიან.


