დაიჩი კამადა ლაციოს დასატოვებლად ემზადება
რომის ლაციოს ნახევარმცველი დაიჩი კამადა გუნდს ტოვებს. იაპონელი შუახაზელი ''არწივებს'' წინა ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი გუნდმა და მოთამაშემ ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი თქვეს.
აზიელს ახალი კლუბის მოძებნა არ გასჭირვებია. ახალი სეზონიდან, კამადა ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს. 27 წლის იაპონელი დიდი ალბათობით კარიერას, კრისტალ პალასში გააგრძელებს, სადაც მისი ხილვა ყოფილ მწვრთნელს სურდა. ოლივერ გლასნერი შესანიშნავად იცნობს კამადას და მისი შესაძლებლობები კარგად იცის. მათ ერთად ფრანქფურტის აინტრახტში უმუშავიათ. ავსტრიელი სპეციალისტი 4-2-3-1 სისტემით თამაშობს და ათიანის პოზიციაზე იაპონელი მოთამაშის გამოყენებას გეგმავს.
მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს, უახლოეს დღეებში მოაგვარებენ. აზიელმა ''ბიანკოჩელესტის'' შემადგენლობაში, 38 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.