დაკარგული თაობა: მოიგებს 1990-იანებში დაბადებული ფეხბურთელი ოქროს ბურთს ამიერიდან?

წლევანდელი ოქროს ბურთის ნომინანტთა სია ისტორიულია, რადგან 2003 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, რომ მასში ვერც ლიონელ მესი მოხვდა და ვერც კრიშტიანუ რონალდუ. ასევე, სიის მიღმა არიან წინა გამარჯვებულებიც - ქარიმ ბენზემა და ლუკა მოდრიჩი. შესაბამისად, წელს აღნიშნულ პრიზს ახალი მფლობელი ეყოლება.
უდიდესი ალბათობით, 2024 წლის ოქროს ბურთს რომელიმე ახალგაზრდა მოიგებს: ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი ან ლამინ იამალი. სამივე მათგანი 2000-იან წლებშია დაბადებული. თუ ამ ჯილდოს რომელიმე მათგანი დაეუფლება, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ოქროს ბურთის გამარჯვებული 2000-იანებში დაბადებული ფეხბურთელი გახდება.
2000-იანებში დაბადებული ახალგაზრდები გაბრწყინებას სხვა სპორტებშიც იწყებენ. ჩოგბურთში 1980-იანების წარმომადგენლებმა - როჯერ ფედერერმა, რაფა ნადალმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მიურეიმ არაერთი გრანდ სლემი მოიგეს, 1990-იანებში დაბადებულებმა კი - ბევრად ნაკლები (მხოლოდ დომინიკ ტიმმა და დანილ მედვედევმა). თუმცა, 2000-იანებში დაბადებული, ახალგაზრდა ვარსკვლავები - კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი თავიანთ კვალს ტოვებენ.
როგორც ვთქვით, წელს ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები სწორედ 2000-იანების წარმომადგენლები არიან, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ მისი გამარჯვებული 1990-იანებში დაბადებული ფეხბურთელი გახდეს - როდრი და კილიან მბაპეს იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ ჯილდოს დაისაკუთრებენ.
წყარო: FourFourTwo