ავტორიზაცია

დალოტმა მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დალოტმა მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 31 მაი 2023, 18:28
მანჩესტერ "იუნაიტედის" მცველმა დიოგო დალოტმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ მედიაში იუწყება, ახალი სამუშაო კონტრაქტი 24 წლის პორტუგალიელს "წითელ ეშმაკებთან" 2028 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს. 

უახლოეს მომავალში კლუბი ოფიციალურად გამოაცხადებს დალოტთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას.

დალოტი მანჩესტერ "იუნაიტედში" 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. მთლიანობაში, პორტუგალიელმა "წითელ ეშმაკებში" 107 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.