"დამწუხრებული ვარ" | ლიონელ მესი

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე ლიონელ მესი არგენტინის განაცხადში არ იქნება.
ამასთან დაკავშირებით არგენტინელმა კომენტარი გააკეთა:
"დამწუხრებული ვარ, რომ ურუგვაისა და ბრაზილიის წინააღმდეგ გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში არგენტინას ვერ დავეხმარები. თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ მცირე დაზიანების გამო დასვენება მომიწევს. გუნდს მხარს აქედან დავუჭერ. წინ, არგენტინა."
ატლანტა იუნაიტედთან გუშინ ჩატარებული მატჩის შემდეგ, “ლა პულგამ” დისკომფორტი იგრძნო, ტესტებმა კი აჩვენა, რომ მას ბარძაყის არეში კუნთის დაზიანება აქვს.
“ალბისელესტე” მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურუგვაისა (22 მარტი, 03:30) და ბრაზილიას (26 მარტი, 04:00) დაუპირისპირდება.