ავტორიზაცია

დანი ალვესს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

დანი ალვესს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
თარიღი 28 Mar 2025, 18:43
ბარსელონას ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანი ალვესი ახალგაზრდა გოგონას შესაძლო გაუპატიურების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

კატალონიის სასამართლოს თქმით, იმ გოგოს, რომელიც დანი ალვესს ადანაშაულებდა, საკმარისი სამხილები არ აქვს და ბრაზილიელის წინააღმდეგ მისი ჩვენება არადამაჯერებელია.

ალვესს ბრალად 23 წლის გოგოს გაუპატიურება ედებოდა. ლეგენდარული ფეხბურთელი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ახალგაზრდა გოგო სექსუალურ კავშირზე დათანხმდა, მაგრამ გოგონა ამტკიცებდა, რომ დანიმ 2022 წლის დეკემბერში, ბარსელონას ერთ-ერთი ღამის კლუბის საპირფარეშოში მასზე სექსუალურად იძალადა.

დანი ალვესს ბარსელონაში გოგოს გაუპატიურების გამო, თავდაპირველად, 4.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, მალევე, გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს - თანხა €1 მილიონს შეადგენდა.

ბარსას ლეგენდას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ლეგენდარული მარჯვენა მცველი ამჟამად 41 წლისაა. მისი ბოლო კლუბი მექსიკური პუმასი იყო, რომელშიც 2022-2023 წლებში ასპარეზობდა.