ავტორიზაცია

დანიელ მალდინიმ მონცა დატოვა — იტალიელის ახალი კლუბი ცნობილია

დანიელ მალდინიმ მონცა დატოვა — იტალიელის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 02 Feb 2025, 13:54
იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, დანიელ მალდინიმ მონცა დატოვა და მისი ახალი კლუბი ცნობილია.

23 წლის იტალიელი კარიერას ატალანტაში გააგრძელებს — მალდინიმ ბერგამოულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივლისამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ დანიელ მალდინი მილანის აღზრდილია და 2024 იანვრიდან მონცაში ასპარეზობდა. კარიერის განმავლობაში მას სერია ა-ში 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გაიფორმა.