დანიელი მცველი ახალ გამოწვევას ეძებს
ზამთარში ბარსელონას ცენტრალურმა მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა შესაძლოა კლუბი დატოვოს, დანიელი მცველი მთელი სეზონის მანძილზე ტრავმირებულია და ჩემპიონატში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. კრისტენსენი ინიგო მარტინესმა კარგად შეცვალა ასევე არ უნდა დავივიწყოთ რონალდ არაუხო, ამ ვითარების გამო შესაძლოა სკანდინავიელმა კლუბი ზამთარში დატოვოს.
კრისტენსენმა ბარსელონას შემადგენლობაში 2022 წლიდან თამაშობს, გასულ 2 სეზონში 28 წლის უკანახაზელმა, “ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 75 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. დანიელმა მცველმა ბარსელონას შემადგენლობაში ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
კრისტენსენის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის გუნდები იჩენენ, ასევე საქმეში არიან იუვენტუსი და ინტერი. უკანახაზელიც არ არის უარზე, რომ მიიღოს ახალი გამოწვევები და მიიღოს მეტი სათამაშო დრო სხვა გუნდში. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დანიელს კონტრაქტი 2026 წელს გასდის და მისი გახანგრძლივება ბარსელონას გეგმებში არ შედის.