დარიო ესოგუს ახალი კლუბი ცნობილია

ენცო მარესკას ჩელსი მომდევნო სეზონისთვის გაძლიერება უკვე დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, ლონდონელებმა სპორტინგიდან ჯოვანი ქუენდა შეიძინეს და ერთი წლით ლისაბონურ კლუბში დატოვეს.
ახლა კი მარესკას გუნდი კვლავ სპორტინგის ფეხბურთელს იმატებს, რომელიც ამ სეზონს ლას პალმასში ატარებს, საუბარია დარიო ესოგუზე, რომელიც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელია.
ჩელსის ესოგუს ტრანსფერი 22 მილიონი დაუჯდება და პორტუგალიელი ჩელსის ახალი სეზონის სტარტზე შეუერთდება.