ავტორიზაცია

დარვინ ნუნიესი ახალ კლუბში გადასვლასთან ახლოს არის

დარვინ ნუნიესი ახალ კლუბში გადასვლასთან ახლოს არის
თარიღი 06 Aug 2025, 11:18
ლივერპულის თავდამსხმელი, დარვინ ნუნიესი მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის გეგმებში არ შედის და ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ტრანსფერით ალ ჰილალი არის დაინტერესებული და ლივერპულთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

არაბული კლუბი მოლაპარაკებებს 26 წლის ურუგვაელის აგენტთან აქტიურად აწარმოებს და დიდი შანსია მხარეებმა პირადი კონტრაქტი უახლოეს დღეებში შეათანხმონ.