ავტორიზაცია

დარვინ ნუნიესის მომავალი გაურკვეველია

დარვინ ნუნიესის მომავალი გაურკვეველია
თარიღი 13 Feb 2025, 14:38
ლივერპულის შემტევი დარვინ ნუნიესი მორიგ ცუდ სეზონს ატარებს, ურუგვაელის ანგარიშზე ინგლისის პრემიერ ლიგაში 19 შეხვედრაში 4 გატანილი გოლია. ფორვარდი არნე სლოტის გეგმებში არ შედის, ნიდერლანდელი სპეციალისტი უპირატესობა კოდი გაკპოს ანიჭებს და ნუნიეს სკამიდან უწევს თამაში.

შეგახსენებთ, რომ ნუნიესი ლივერპულს ბენფიკადან შეუერთდა და “არწივებმა“ მის სანაცვლოდ 85 მილიონი გადაიხადეს, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო შენაძენია. დიდი შანსია ნუნესმა გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს. ფეხბურთელით საუდის გუნდები ინტერესდებიან და კარგი შეთავაზების შემთხვევაში ლივერპული მას დაემშვიდობება.

ნუნიესმა ლივერპულის მაისურთ ყველა ტურნირზე 128 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 39 გოლის გატანა მოახერხა.