ავტორიზაცია

"დაუჯერებელი საღამო იყო და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდელებს" — ფედერიკო ვალვერდე

"დაუჯერებელი საღამო იყო და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდელებს" — ფედერიკო ვალვერდე
თარიღი 12 Mar 2026, 13:19
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მადრიდის რეალმა მანჩესტერ სიტი მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩის გმირი სამეფო კლუბის ნახევარმცველი, ფედერიკო ვალვერდე გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. მატჩის შემდეგ ურუგვაელმა კომენტარი გააკეთა.

"დაუჯერებელი საღამო იყო და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდელებს, რომლებიც მხარში მიდგანან. დღევანდელი დღით უდიდესი სიამოვნება მივიღე და სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ფეხბურთის თამაშით ასე არ გავხალისებულვარ. ბედნიერი ვარ, ემოციებით ვივსები, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გუნდის გამარჯვება მახარებს."

"მწვრთნელი სწორედ ამას მთხოვდა — წინ წასვლას, შეტევას და სახიფათო ზონებში დროულად გამოჩენას. დღეს იმ სივრცეებში, სადაც ბურთის ფლობას ვცდილობდით, მეტი მოთამაშე გვყავდა. ამან შეტევისთვის მეტი თავისუფლება მომცა, ბიჭებმა კი ბრწყინვალე გადაცემებით მომამარაგეს"
— ფედერიკო ვალვერდე.

მადრიდის რეალის და მანჩესტერ სიტის განმეორებითი დაპირისპირება 17 მარტს, ინგლისში გაიმართება და 1/4 ფინალისტის ვინაობა ოფიციალურად გაირკვევა.