დავიდ ალაბა მოედნას 2025 წელს დაუბრუნდება
მადრიდის რეალის ცენტრალური მცველი დავიდ ალაბა 2025 წელს დაუბრუნდება მოედანს. მადრიდული კლუბის ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ავსტრიელი მცველი ამ წელს მოახერხებდა თამაშს, მაგრამ მისი რეაბილიტაციის კურსი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და გუნდს გარისკვა არ სურს და დაელოდება ალაბას სრულ გამოჯამრთელებას.
გასული წლის დეკემბერში ალაბამ მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო. რეალის მცველი 2025 წლის იანვარში დაუბრუნდება მწვანე მინდორს რაც იმას ნიშნავს, რომ მას მუხლის დაზიანების გამო 13 თვე გაუცდება. გასულ სეზონში ალაბამ მხოლოდ 17 შეხვედრის ჩატარება მოახერა რეალის შემადგენლოაში.