ავტორიზაცია

დავიდ რაიას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბაიერნმა შესაძლოა კეპას დამატება სცადოს

დავიდ რაიას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბაიერნმა შესაძლოა კეპას დამატება სცადოს
თარიღი 09 Aug 2023, 13:03
კეპა არისაბალაგამ კარიერა შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნში" გააგრძელოს.

მიუნხენურ კლუბს მეკარის რაც შეიძლება მალე დამატება სურს, რადგან გუნდი იან ზომერმა დატოვა და „ინტერში" გადავიდა.

„ბაიერნისთვის" იდეალური ვარიანტი იქნებოდა ტოპ-დონეზე თამაშის გამოცდილების მქონე მეკარე.

მას შემდეგ, რაც დავიდ რაიას ტრანსფერი ჩაიშალა, „ბაიერნმა" ყურადღება კეპა არისაბალაგაზე გადაიტანა, იტყობინება გერმანული Sport1. 

თომას ტუხელი ესპანელთან ერთად „ჩელსიში" მუშაობდა და „ბაიერნის" ხელმძღვანელებს მასზე კარგი წარმოდგენა შეუქმნა.