ავტორიზაცია

დავიდ სილვა: "ჰოლანდთან თამაშს ვისურვებდი, უფრო მეტი გოლის გატანაში დავეხმარებოდი"

დავიდ სილვა: "ჰოლანდთან თამაშს ვისურვებდი, უფრო მეტი გოლის გატანაში დავეხმარებოდი"
თარიღი 07 Sep 2023, 23:36
დავიდ სილვამ „მან სიტის“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი შეაქო.

„ჰოლანდი - მანქანაა, მომწონს მოედანზე მისი გადაადგილება. მასთან თამაშს ვისურვებდი, რათა უფრო მეტი გოლის გატანაში დავხმარებოდი.

„მან სიტის“ თითქმის ყველა მატჩი ვნახე გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ჯილდო მე ვერ მოვიგე, როცა ამ გუნდში ვიყავი, მაგრამ კლუბის გამო ბედნიერი ვარ, დამსახურებული გამარჯვებაა.

მათ ეს დაიმსახურეს, გულშემატკივრებმაც დაიმსახურეს ეს ტრებლი - უდიდესი მიღწევაა.“, - აღნიშნა ესპანელმა ექს-ფეხბურთელმა.