დავითაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარება?

რუსეთის პრემიერ ლიგის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ვოლგოგრადის "როტორის" შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა მიიღო.
ქართველმა ვინგერმა მატჩის 30-ე წუთზე მოედანი დატოვა კოჭლობით, "ლურჯები-თეთრები" კი "როსტოვთან" ანგარიშით 0:4 განადგურდნენ.
როგორც ცნობილია,ალექსანდრ ხაცკევიჩის ახალგაზრდა შეგირდის ტრავმის სიმძიმე ამ დროისთვის დადგენილი ჯერჯერობით არ არის.
შეგახსენებთ, რომ 20-წლის გარემარბი გამოძახებულია საქართველოს ეროვნული ნაკრების 21-წლამდელთა გუნდში, მარტის ბოლოს რამდენიმე თამაშის ჩასატარებლად.