დავითაშვილი: "მტანჯველია, როცა გუნდს ტრიბუნიდან უყურებ და ვერაფრით ეხმარები"
„როტორ ვოლგოგრადის" ქართველმა ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა, „ცსკასთან" მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.
„თავს უკვე კარგად ვგრძნობ, არანაირი დისკომფორტი არ მაწუხებს. ვფიქრობ, შემდეგ მატჩისთვის 100%-ით მზად ვიქნები.
„ლოკომოტივთან“ მატჩში მაყურებლის სტატუსით ვიყავი და ეს ძალიან მტანჯველია, როცა თამაშს მხოლოდ უყურებ და გუნდს ვერაფრით ეხმარები.
კარგი მატჩი იყო, მეორე ნახევარში საუცხოოდ გამოვიყურებოდით, მაგრამ ორი საკვანძო შეცდომა დავუშვით და ამიტომაც წავაგეთ. ახლა „ცსკასთვის“ კარგად ვემზადებით და იმედია, შედეგი ჩვენთვის სასურველი იქნება.“ - აღნიშნა დავითაშვილმა.