ავტორიზაცია

"დავითაშვილს ძალიან დიდი ჰემატომა აქვს", - როტორის მწვრთნელი

"დავითაშვილს ძალიან დიდი ჰემატომა აქვს", - როტორის მწვრთნელი
თარიღი 18 Mar 2021, 14:07

ვოლგოგრადის "როტორის" მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ხაცკევიჩმა ზურიკო დავითაშვილის ტრავმის სიმძიმის შესახებ ისაუბრა:

"დავითაშვილის ტრავმა ჩვენთვის დიდი დანაკლისია, რადგან ის გუნდისთვის ქმნის მომენტებს და აჩქარებს ჩვენს შეტევებს.

ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თუ რამდენად სერიოზულია ქართველი შემტევის ტრავმა. ვიცი მხოლოდ ის, რომ კოჭში დარტყმა მან ხიმკისთან მიიღო.

ზურიკოს აქვს ძალიან დიდი ჰემატომა და მას მკურნალობის კურსის გავლა სჭირდება", - განაცხადა ბელარუსმა დამრიგებელმა.