ავტორიზაცია

"დავსაჯე თუ არა აზარი, ბეილი და იოვიჩი?", - ანჩელოტი გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

"დავსაჯე თუ არა აზარი, ბეილი და იოვიჩი?", - ანჩელოტი გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა
თარიღი 05 თებ 2022, 16:54

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის თასზე "ბილბაოსთან" (0:1) მარცხის შემდეგ გარეტ ბეილის, ედენ აზარისა და ლუკა იოვიჩის თადარიგში დარჩენაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ზემოთნახსენებმა სამივე ფეხბურთელმა აღნიშნული მატჩი თადარიგში დაიწყო და მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცემიათ.

"კროოსი დაღლილობის გამო შევცვალეთ, როგორც ვინისიუსი. დამატებითი დროისთვის ვფიქრობდი შეცვლებზე, დრო არ იყო".

"ფეხბურთელები დასჯილები არიან? ამაზე საპასუხო არაფერი მაქვს. არანაირ სასჯელს არ აქვს ადგილი".

"სებალოსსა და ვალეხოსაც არ უთამაშიათ. ეს ფეხბურთელები იმათ დონეზე არიან, ვინც მოედანზე არ გასულა", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.