DAZN-მა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქების უფლება შეიძინა
2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელში მონაწილეობასაც 32 კლუბი მიიღებს.
აღნიშნული ტურნირის ჩვენების უფლებაში DAZN-მა 1 მილიარდი დოლარი გადაიხადა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკუთარ პლატფორმებზე უფასოდ გააშუქებს.
შეგახსენებთ, რომ FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წელს განსხვავებული ფორმატით პირველად ჩატარდება და ტურნირს აშშ უმასპინძლებს.