ავტორიზაცია

დე ბიაზიმ აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

დე ბიაზიმ აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
თარიღი 22 Nov 2023, 14:16
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი დე ბიაზი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგეს.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მწვრთნელს ახალი შრომითი ხელშეკრულება არ შესთავაზოს. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს იწურება.

დე ბიაზის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო, შესარჩევი ტურნირის შედეგებით ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.