ავტორიზაცია

დე ბრუინმა ტრავმა მიიღო — ცნობილია რამდენს გამოტოვებს ბელგიელი

დე ბრუინმა ტრავმა მიიღო — ცნობილია რამდენს გამოტოვებს ბელგიელი
თარიღი 27 Oct 2025, 14:38
სერია ა-ს გასულ ტურში, ნაპოლის ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა ინტერის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

იტალიური მედიის ცნობით, 34 წლის ბელგიელს დეტალური გამოკვლევები ჩაუტარდა და პირველადი ინფორმაციით ტრავმის გამო 8 კვირა იუქმეებს.

შეგახსენებთ, რომ 8 მატჩის შემდეგ ნაპოლის 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს რომასთან ერთად ლიდერობს. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი ლეჩეს ესტუმრება.