ავტორიზაცია

დე იონგი: "ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს დაღლილები ვიყავით, მაგრამ არ მესმის, რატომ"

დე იონგი: "ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს დაღლილები ვიყავით, მაგრამ არ მესმის, რატომ"
თარიღი 27 Jun 2021, 23:02

ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ჩეხეთთან (0:2) მარცხზე კომენტარი გააკეთა.

"ეს ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს დაღლილები ვიყავით, მაგრამ არ მესმის, რატომ. ნამდვილად გვინდოდა მოგება. ბევრისთვის ეს კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო".

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ ტაქტიკის თვალსაზრისით მზად არ გახლდით. თამაშზე ვიყავით კონცენტრირებულები, დაუფასებლობას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია".

"უბრალოდ ჩვენი თამაში ვერ ვითამაშეთ. ზოგჯერ ასეთებიც ხდება", - განაცხადა "ბარსელონას" ნახევარმცველმა უეფას ოფიციალურ საიტთან საუბრისას.