დე იონგის ტრავმის სიმძიმე ცნობილია - რამდენს გამოტოვებს ნიდერლანდელი?

ლა ლიგის 27-ე ტურში, ბარსელონას ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა ბილბაოსთან მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი 26-ე წუთზე დატოვა.
ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ 26 წლის ნიდერლანდელს კოჭის ტრავმა აქვს და გუნდს 4-5 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
შეგახსენეთ, რომ აღნიშნულ მატჩში ტრავმა პედრიმაც მიიღო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რამდენს გამოტოვებს ესპანელი.