ავტორიზაცია

დე იონგმა მძიმე ტრავმა მიიღო — ცნობილია როდის დაბრუნდება ნიდერლანდელი

დე იონგმა მძიმე ტრავმა მიიღო — ცნობილია როდის დაბრუნდება ნიდერლანდელი
თარიღი 26 Feb 2026, 17:44
კატალონიის ბარსელონას ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გუნდს გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარება.

ესპანური მედიის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს პირველადი გამოკვლევა ჩაუტარდა და ტრავმის სიმძიმე დადგინდა — ის დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში იუქმეებს.

მიმდინარე სეზონში ფრენკი დე იონგმა ბარსელონას მაისური 31 შეხვედრაში მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გაიფორმა. მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.