ავტორიზაცია

დე იონგმა მუნდიალის შემდგომი კუთვნილი შვებულება შეგნებულად შეიმცირა

დე იონგმა მუნდიალის შემდგომი კუთვნილი შვებულება შეგნებულად შეიმცირა
თარიღი 21 დეკ 2022, 00:21
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კუთვნილი შვებულება შეიმცირა.

ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად დე იონგი მეოთხედფინალამდე მივიდა და მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

Sport-ის ინფორმაციით, დე იონგმა ამის შემდეგ შვებულება შეგნებულად შეიმოკლა და „ბარსელონასთან“ ვარჯიშები ნაადრევად განაახლა, რათა საკლუბო ფეხბურთის დაბრუნებისთვის საუკეთესო ფორმაში ყოფილიყო.

25 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის 5 მატჩში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ბარსელონასთვის“ ფეხბურთი 31 დეკემბერს დაბრუნდება, როცა გუნდი ლა ლიგაში „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.