დე ხეას ზაფხულისთვის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ კარიერა შეიძლება "პსჟ"-ში გააგრძელოს, წერენ ბრიტანულ პრესაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი 30 წლის ესპანელის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ყიდვითაა დაინტერესებული.
2020/21 წლების სეზონში დე ხეამ "ეშმაკუნების" მაისურით 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 37 გოლი გაუშვა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, დე ხეა მანიკუნიანელთა რიგებში 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" გადაბარგდა.