ავტორიზაცია

დე შილიო: "კვარაცხელიას წინააღმდეგ კარგად თამაში დაგვჭირდება"

დე შილიო: "კვარაცხელიას წინააღმდეგ კარგად თამაში დაგვჭირდება"
თარიღი 22 Apr 2023, 12:23
ხვალ, სერია A-ს 31-ე ტურში  "ნაპოლი"  სტუმრად "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

შეხვედრის შესახებ ტურინული გუნდის ფლანგის მცველმა მატია დე შილიომ ისაუბრა.

30 წლის მცველს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერების გეგმაზეც ჰკითხეს.

"ვფიქრობ, კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშის შეზღუდვა შესაძლებელია მისთვის, რაც შეიძლება ნაკლები სივრცის მიცემით. 

ცხადია, ქართველი გადამწყვეტია, როდესაც წინ ღია სივრცეებს პოულობს და სივრცეებს აძლევენ დარტყმისთვის თუ დრიბლინგისთვის.

მის წინააღმდეგ კარგად თამაში დაგვჭირდება, შესაძლოა, ორმაგი მეურვეობითაც. “, - თქვა დე შილიომ.