ავტორიზაცია

დებიუტი კვლავ გადაიდო - რეალის ახალწვეულმა მორიგი ტრავმა მიიღო

დებიუტი კვლავ გადაიდო - რეალის ახალწვეულმა მორიგი ტრავმა მიიღო
თარიღი 26 Sep 2023, 23:01
ხვალ, „რეალის“ თურქ ახალწვეულს, არდა გიულერს გუნდში დებიუტი შეიძლებოდა ჰქონოდა, რომელიც კიდევ 3-4 კვირით გადაიდო.

18 წლის შემტევს „რეალში“ მოსვლიდან მალევე მუხლზე ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც ის მოედანზე ჯერ არც ამხანაგურ და მითუმეტეს არც ოფიციალურ მატჩში არ გასულა.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე გიულერი „რეალის“ საერთო ჯგუფში ვარჯიშობდა და ანჩელოტის თქმით, ხვალ „ლას პალმასთან“ მატჩში მონაწილეობასაც შეძლებდა.

თუმცა, იტალიელის პრესკონფერენციის შემდეგ, ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა მიიღო და ლაზარეთში კიდევ 3-4 კვირის გატარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ გიულერი „რეალმა“ „ფენერბაჰჩედან“ გასულ ზაფხულს 18 მილიონ ევროდ დაიმატა, ფეხბურთელით „ბარსელონაც“ ინტერესდებოდა.