დეკუ: "გავის შემცვლელს ამ ეტაპზე ფიზიკურად ვერ ვნახავთ"

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ, პაბლო გავის შეუცვლელი ფეხბურთელი უწოდა.
ესპანელმა ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრებთან მატჩში ჯვარედინი მყესები დაიზიანა და 7-9 თვეს გამოტოვებს. იწერებოდა, თითქოს გავის ტრავმის გამო, „ბარსა“ ბაზარზე აპირებს გასვლას.
„დღეისთვის გავი არის ფეხბურთელი, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. ბაზარზე უბრალოდ არ არსებობს ხელმისაწვდომი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლება მისი საქმის შესრულება და თანაც ასეთი მენტალიტეტი ექნება.
გავის შემცვლელზე საუბრები - შეცდომაა. დიდი შეცდომაა ფიქრობდე, რომ ვაპირებთ მოვიძიოთ ფეხბურთელი, რომელსაც მისი შეცვლა შეუძლია, რადგან ასეთს ფიზიკურად ვერ ვნახავთ.
გავის ტრავმის გამო ჭკუიდან გადასვლას არ ვაპირებთ. ეს სამწუხარო ამბავია კლუბისთვისაც და მისთვისაც, მაგრამ მის შემცვლელს ჩვენ ვერ ვნახავთ.“, - აღნიშნა დეკუმ.