დელ პიერო: "იტალია - ავსტრიის მატჩის მსვლელობისას, რამდენიმე კილო დავიკელი"
იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ მიერომ, ავსტრიასთან გამართული მერვედფინალური მატჩი შეაფასა.
„რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლით კმაყოფილები ვართ, მაგრამ დაძაბულობის გამო რამდენიმე კილოგრამი დავიკელით.
იტალიისგანაც და ავსტრიისგანაც სხვა ფეხბურთს ველოდით. რა თქმა უნდა, გაგვიმართლა რომ იტალიის კარში გატანილი გოლი გაუქმდა - ეს გუნდს შეაშინებდა და სხვანაირად მოქმედებას აიძულებდა. როცა ყველაფერი კარგადაა, სიფხიზლეს კარგავ და მოულოდნელი პრობლემები - ნორმალურია. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები დროულად მოხდეს.“ - ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს Sky Sport Italia.
იტალიური გუნდი ¼-ფინალში დამატებით დროში 2:1 მოგებით გავიდა და შემდეგ ეტაპზე ბელგია - პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი დღეს გაიმართება.