დემარაი გრეი კარიერას ალ-იტიფაკში გააგრძელებს
"ევერტონის" ნახევარმცველი დემარაი გრეი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ "ალ იტიფაკში" გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
წყაროს ცნობით, სატრანსფერო თანხა 10 მილიონი დოლარი იქნება (დაახლოებით 9,3 მილიონი ევრო). გრეის კონტრაქტი საუდის კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
გასულ სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა "ევერტონში" 36 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.