დეზირე დუეს მძიმე ტრავმა — ცნობილია რამდენს გამოტოვებს ფრანგი შემტევი

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში, პარი სენ ჟერმენი ლორიანს ესტუმრა და მოულოდნელად 2 ქულა დაკარგა.
აღნიშნულ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო პარიზული გრანდის შემტევმა, დეზირე დუემ და მოედანი 63-ე წუთზე დატოვა.
ფრანგული მედიის ცნობით, პირველადმა გამოკვლევებმა კუნთის მძიმე ტრავმა აჩვენა და რეაბილიტაციის პროცესი მინიმუმ 6 კვირა გაგრძელდება.

