დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი ქართველი ითამაშებს
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრები გაიმართება.
ჩვენთვის ყველაზე დიდ ინტერესს ბელგიაში გასამართი მატჩი იწვევს, სადაც "ანტვერპი" დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდება.
"შახტარის შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი - ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, წინა მატჩში ორივე მათგანი შეცვლაზე შემოვიდა.
პირველ ტურში "შახტარი" "პორტოსთან" დამარცხდა. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.